primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, დაპირისპირება უკვე ამოწურული, ხოლო შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო - შსს

  • სამართალი
  • 07.07.2020
  • 15:10
როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, დაპირისპირება უკვე ამოწურული, ხოლო შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო - შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე იაკობ ბრეგვაძის მიერ "112"- ში განხორციელებული ზარის შესახებ განმარტა, რომ როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, დაპირისპირება უკვე ამოწურული, ხოლო შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო.

"ჩვენ დღეს ვასაჯაროებთ "112"-ში განხორციელებულ შეტყობინებებს, იაკობ ბრეგვაძის მიერ დანაშაულის დღეს გაკეთებულ შეტყობინებას და მინდა, დეტალურად მოგახსენოთ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით. იმ ღამით, როცა ეს ტრაგედია მოხდა, იაკობ ბრეგვაძე, მას შემდგომ, რაც ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, ტოვებს შემთხვევის ადგილს, გაურბის საფრთხეს. მას შემდგომ, რაც მასზე თავდასხმა განხორციელდა,იგი იმალება ერთ-ერთ შენობაში, რის შემდეგაც თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით რეკავს „112“-ში, უკავშირდება ოპერატორს და ეუბნება, რომ ადგილი აქვს ფიზიკურ დაპირისპირებას, ჩხუბობს დაახლოებით 10 ადამიანი და იძახებს პოლიციას, მაგრამ, ამავე შეტყობინების განხოცრიცელებისას, იაკობ ბრეგვაძე ვერ ასახელებს ზუსტ ლოკაციას, თუ სად იმყოფება.

ის ოპერატორს განუმარტავს, რომ იმყოფება მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე და ასევე, უსახელებს ერთ-ერთი გაუქმებული ობიექტის სახელწოდებას. ოპერატორი ცდილობს დააზუსტოს მისი შეტყობინება და ავტომატურ რეჟიმში გზავნის ამ შეტყობინებას საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის სამორიგეოებში.

ამავდროულად, პოლიციის ეკიპაჟები ცდილობენ იაკობ ბრეგვაძის ადგილსამყოფელის დადგენას, გადიან სავარაუდო მიმართულებით და პარალელურად სამორიგეოდან უკავშირდებიან იაკობ ბრეგვაძეს, ადგილმდებარეობის და ლოკაციის დაზუსტების მიზნით. ეკიპაჟები ვერ პოულობენ ლოკაციას და იძულებული ხდება ოპერატორი ხელმეორედ დაუკავშირდეს იაკობ ბრეგვაძეს და დააზუსტოს მისი ლოკაცია.

მეორე ზარი, განხორციელდა „112“-ის ოპერატორის ინიციატივით, რომელიც კვლავ შეეცადა იაკობ ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას. სწორედ ამ დროს, იაკობ ბრეგვაძე ოპერატორს ეუბნება, რომ იგი იმყოფება მცხეთა-მთიანეთს ტერიტორიაზე, არაგვის ხიდებთან, მაგრამ, ამავდროულად განუმარტავს ოპერატორს, რომ ჩხუბი დასრულებულია,არავინ აღარ არის, ყველა წავიდა და სთხოვს, რომ გააუქმოს შეტყობინება.

მიუხედავად ამისა, „112“-ის ოპერატორი, უსაფრთხოების მიზნით, აზუსტებინებს კვლავ ლოკაციას და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი განაგრძობს იაკობ ბრეგვაძის ძებნას, რის შემდგომაც ეკიპაჟი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე პოულობს იაკობ ბრეგვაძეს და ეკითხება, რა მოხდა. ბრეგვაძე განუმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაპირისპირებას. დაპირისპიერებაში მონაწილე პირები უკვე წავიდნენ, ხოლო იგი „ავტოსტოპის“ საშუალებით ცდილობს თბილისის მიმართულებით წასვლას.

ბრეგვაძე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს სთხოვს თბილისამდე წაყვანას. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გარკვეულ კითხვებს უსვამს და ეს ცალსახად, გენერალური ინსპექციის გასარკვევია. ამის შემდგომ პოლიციელები იაკობ ბრეგვაძეს სვამენ მანქანაში და მიჰყავთ თბილისში. აქვე, დავაზუსტებ, რომ როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო",- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge