png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

იმედია, ოქტომბრის არჩევნები წერტილს დაუსვამს ოლიგარქიას, კრიმინალის აღზევებას და სახელმწიფოს ნგრევას - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

  • საზოგადოება
  • 08.07.2020
  • 15:54
იმედია, ოქტომბრის არჩევნები წერტილს დაუსვამს ოლიგარქიას, კრიმინალის აღზევებას და სახელმწიფოს ნგრევას - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაზე სოციალურ ქსელში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმიანება.

"გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ეროვნული ტრაგედიაა და ამ ტრაგედიას აორკეცებს ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების უსუსურობა-არაპროფესიონალიზმი, ან სულაც დანაშაულებრივი თანამონაწილეობა საქმეში, რაც ყოველდღიურად საცნაური ხდება ახალახალი ფაქტების გახმაურებით. სახეზეა სახელმწიფო სტრუქტურების უდიდესი ხრწნა, კრიმინალური სამყაროს გაძლიერება და საქართველოს სახელმწიფოს მიზანმიმართული ნგრევა პირადი ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილების ხარჯზე.

იმედია, ოქტომბრის არჩევნები წერტილს დაუსვამს ოლიგარქიას, კრიმინალის აღზევებას და სახელმწიფოს ნგრევას, სხვა შემთხვევაში საქართველოს განუზომლად მეტი "შაქარაშვილები" და "სალარიძეები" ეყოლება, ისედაც უკვე რამის ყოველდღე სადისტური მკვლელობები ხდება ამ პატარა ქვეყანაში, გუშინ ციხიდან 10 დღის გამოსულმა მკვლელობისთვის ნასამართლევმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა მცხეთაში.

ამ ყველაფერს ხელს უწყობს სისხლის სამართლის კოდექსის ზედმეტი სირბილე მკვლელობის უმძიმეს და გამოუსწორებელ დანაშაულზე, სანქცირებული 7-15 წლიანი პატიმრობა განზრახ მკვლელობაზე ნამდვილად ჩალის ფასს ადებს ადამიანის სიცოცხლეს.

ღმერთმა ინებოს სიმართლის და კანონიერების დამყარება ამ ჩვენს გაძაღლებულ სამშობლოში, ამის დიდი იმედი მაქვს. უსამართლობის და დაუცველობის განცდა ყველაზე დიდი სტრესია ადამიანისთვის. ქართველი ხალხის უდიდესი პრობლემა არის ის, რომ კანონმორჩილ საზოგადოებად ვერ ჩამოვყალიბდით, სხვადასხვა ტიპის "ავტორიტეტები" უფრო მაღლა დგანან, ვიდრე კანონი, სამართალი, სიმართლე, პატიოსნება და სხვა ჭეშმარიტი ღვთაებრივი ღირებულებები.

ამიტომ ჩვენი დღევანდელი ყოფა უფრო პირველყოფილ ჯოგს ემსგავსება, ვიდრე ცივილიზებულ საზოგადოებას. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეროვნულ-სოციალურ ასპექტებში ყველაზე დიდი ფასეულობა სამართლებრივი ქართული სახელმწიფოა, სხვანაირად ძლიერი საქართველო ვერ იარსებებს, სამშობლო კი ჯოჯოხეთად ქცეული ტერიტორია იქნება დედამიწაზე", - წერს დეკანოზი ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge