png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში მულტიფუნქციური კომპლექსი Alliance Centropolis-ი აშენდება

  • ეკონომიკა
  • 13.07.2020
  • 15:54
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში მულტიფუნქციური კომპლექსი Alliance Centropolis-ი აშენდება


საქართველოს ბანკი ეკონომიკურად გამართული, მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ბათუმში ,,ჰაიატის“ ბრენდის ქვეშ 5 ვარსკვლავიანი, 170 ნომრიანი სასტუმრო და 4,500 აპარტამენტი აშენდება. კომპლექსში განთავსებული იქნება A კლასის ბიზნეს ცენტრი. პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (მსოფლიოში საგამოფენო და საკონფერენციო ცენტრების უდიდესი ქსელი) შემოდის. Alliance Centropolis-ში ასევე განთავსებული იქნება ქალაქის უდიდესი კაზინო. მთლიანად კომპლექსი 18,815 კვ.მ-ს მიწის ფართობზე იქნება განთავსებული. აქედან 37,088 კვ.მ-ს სავაჭრო მოლი დაიკავებს. 23,775 კვ.მ-ზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრი აშენდება, რომლის პრეცენდენტი ჯერ საქართველოში არ ყოფილა. 8,486 კვ.მ-ს ბიზნეს ცენტრი დაიკავებს. კომპლექსს 40,997 კვ.მ-ზე განთავსებული 940 ადგილიანი ავტოსადგომი ექნება.

მასშტაბური პროექტი სამი თაუერის აშენებას ითვალისწინებს. აქედან A და C ბლოკი 45 სართულიანი, B ბლოკი კი 50 სართულიანი იქნება. პროექტის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 180 მილიონი დოლარია.

„საქართველოს ბანკი მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური ჩართულობით ბათუმს ასეთი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, მსოფლიო დონის, განსაკუთრებული არქიტექტურისა და კონცეფციის მქონე კომპლექსი შეემატება. კომპლექსი ფინანსურადაც საკმაოდ მასშტაბურია და რაც მნიშვნელოვანია, ამ პროექტით საქართველოში შემოდის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ქსელი და საერთაშორისო ბრენდი „ჰაიატი“. პროექტი, საერთაშორისო ბრენდების შემოსვლის გარდა, მნიშვნელოვანია იმითიც, რომ ის ხელს შეუწყობს დასაქმებას, შექმნის რა ახალ სამუშაო ადგილებს, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე ოპერირების დაწყების შემდეგ. გვჯერა, რომ ეს კომპლექსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არამარტო ბათუმის, როგორც ტურისტული ლოკაციის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების პროცესში“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, ახალი პროექტის, Alliance Centropolis-ის გარდა კომპანიას უკვე დასრულებული აქვს ბათუმში, 41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი „ალიანს პალასი“. მიმდინარე პროექტია ბათუმში, 54-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი “ალიანს ფრივილიჯი”. კომპანია ბათუმის გარდა მრავალფუნქციური კომპლექსს "ალიანს ჰაილაინს" თბილისშიც აშენებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge