png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინის ინტერესებშია - მიხეილ სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 13.07.2020
  • 21:39
საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინის ინტერესებშია - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ "საქართველოს პრორუსული ხელისუფლების შეცვლა უკრაინის ინტერესებშია.

 „მიმაჩნია, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია. თუმცა, ეს ჩემი პირადი აზრია. მე არ გამოვხატავ არც პრეზიდენტისა და რაც სხვების აზრს ამასთან დაკავშირებით, რადგან უკრაინის ოფიციალურ საჯარო პირს არ წარმოვადგენ. ეს ჩემი პირადი პოზიციაა და ის ძალიან მტკიცეა“, - განუცხადა სააკაშვილმა სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინას“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველს ქართველად ყოფნას ვერავინ აუკრძალავს, მაშინაც კი, თუ მას უკრაინული პასპორტი აქვს და უკრაინის პატრიოტია.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც განაცხადა, რომ არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობას და ოქტომბერში ივანიშვილს ქართველ ხალხთან ხელჩაკიდებული დაამარცხებს. ამ განცხადების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი გამოიძახეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ უკრაინა მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას, ადასტურებს თავის მზადყოფნას განავითაროს ორმხრივი ურთიერთობა მეგობრული და კეთილმეზობლური სულისკვეთებით. უწყების განცხადებით, არაუფლებამოსილი პირების საჯარო გამონათქვამები არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს პოზიციად.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge