png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ვახტანგ ახვლედიანის ოჯახი უარყოფს ინფორმაციას, რომ ახვლედიანი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

  • სამართალი
  • 14.07.2020
  • 19:02
გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ვახტანგ ახვლედიანის ოჯახი უარყოფს ინფორმაციას, რომ ახვლედიანი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ვახო ახვლედიანის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, თითქოს ვახო ახვლედიანი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

"ვახო ახვლედიანი და მისი ოჯახი, პირველ რიგში, სამძიმარს უცხადებს შაქარაშვილების ოჯახს წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო.

თავად ვახო და მისი ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება გაჟღერებულ აზრს, თითქოს ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. პირიქით, მის ყველა ჩვენებაში დასტურდება, რომ მათ მოძალადეები საცემად მისდევდნენ. ამ საქმეზე სამართლის აღსრულება, შაქარაშვილების ოჯახთან ერთად, სწორედ ვახო ახვლედიანის და მისი ოჯახის ინტერესში შედის.

წარმოუდგენელი ზეწოლაა მასზე, როგორც მოწმეზე, თითქოს ის სიმართლეს მალავს. ხშირ შემთხვევაში ბრალდებულების ადვოკატების ინტერპრეტაციებით შუქდება ახალი დეტალები, რის გამოც საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შედის.

ვახო ახვლედიანიც ისეთივე მსხვერპლია ამ სიტუაციაში, როგორც დანარჩენი ბიჭები, რომლებსაც მოძალადეები ტრაგედიის ღამეს დევნიდნენ. ექსპერტის შეფასებით, ისიც ბეწვზეა გადარჩენილი არაგვის ხევში გადაჩეხვას. ასევე, სიკვდილს გადაურჩა სახის არეში სასტიკად ნაცემი მისი მეგობარი - გიორგი ქათამაძე.

ინციდენტის შემდეგ, შუბლგატეხილმა, სისხლიანმა, შოკურ მდგომარეობაში მყოფმა ვახომ მოახერხა თბილისში მეგობრებთან დარეკვა და მისი და მისი ახლო მეგობრის - სასტიკად ნაცემი გიორგი ქათამაძის თბილისამდე ჩამოყვანის ორგანიზება.

ხიდზე მომხდარი მეორე თავდასხმის დროს ყველა თავის გადასარჩენად მირბოდა. ოთხივე ბიჭი. ვახო ერთ-ერთია, ვინც შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.

გაუგებარია, რატომ არ არის აქცენტი ბიჭების დასასჯელად ჩასულ რკინის ხელკეტებით შეიარაღებულ მოძალადეებზე და რატომ არის ასეთი ზეწოლა მსხვერპლზე.

ვთხოვთ და მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებისგან, რაც ნაადრევი და არაობიექტური დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა ამ მნიშვნელოვან საქმეზე," - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge