ბათუმში ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა - დაშავდა ორი ადამიანი
- საზოგადოება
- 16.07.2020
- 11:39
ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.