ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა
- პოლიტიკა
- 16.07.2020
- 15:13
ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება ლაშა კომახიძემ თავად გააკეთა.
„სხვა გადაწყვეტილება დააზიანებდა გუნდს და იმ პროექტებს, რასაც ვახორციელებთ, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია ქალაქის განვითარება“, – განაცხადა ყოფილმა მერმა.
ლაშა კომახიძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თანამდებობას ზეწოლისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაპირისპირების გამო ტოვებს.
„მასთან ყოველთვის მქონდა, ბოლო წუთამდეც კონსტრუქციული, კოლეგიალური დამოკიდებულება“, – ამბობს ლაშა კომახიძე.
ბათუმის მერთან ერთად პოსტიდან მიდის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც.
ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.