მამაკაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 17.07.2020
- 14:16
შუახნის კაცი, რომელმაც გუშინ, აღმაშენებლის 106 ნომერში თვითმკვლელობა სცადა, დღეს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდაცვლილს თავის ქალის მიდამოებში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა.
ერთ-ერთი ინფორმაციით, კაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მისი შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ შეიტყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში მოჰყვა.