ბედნიერი ვარ, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მივიღე - გრიგოლ ვაშაძე პატრიარქმა დალოცა
- პოლიტიკა
- 03.08.2020
- 16:23
ბედნიერი ვარ, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევა მივიღე. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
"უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმიღო, და მე მას ილიაობა მივულოცე. ბედნიერი ვარ, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მივიღე", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.