primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ადგილობრივ ბაზარზე კომპანია Georgia`s Natural-ის ბრენდი გამოჩნდა

  • ეკონომიკა
  • 03.08.2020
  • 16:23
 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ადგილობრივ ბაზარზე კომპანია Georgia`s Natural-ის ბრენდი გამოჩნდა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია Georgia`s Natural-მა ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი ბრენდით გამოჩნდა. 

 

კომპანია უმსხვილესი, ექსპორტზე ორიენტირებული ჯგუფია, რომლის საქმიანობა ორგანული ბაღების ოპერირება, ველური მოსავლის შეგროვება, ორგანული ნედლეულის ხარისხის კონტროლი, გადამუშავება და ორგანული სტანდარტის შესაბამისად მისგან პრემიუმ ხარისხის პროდუქტის შექმნაა. 1999 წლიდან დღემდე, კომპანია ავითარებს ორგანულ მეურნეობებს და თანემედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოებს საქართველოში.

ქართულ ბაზარზე, საერთაშორისო დიდ სუპერმარკეტების ქსელში  წარმატებით გამოჩენის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა ქართველი მომხმარებლებისთვის “Georgia`s Natural”-ის ორგანული ბარი-ის კონცეფცია წარედგინა. შეირჩა სპეციალური ლოკაციები, სადაც კომპანიის მიერ წარმოებული პრემიუმ ხარისხის ორგანული ხაზის პროდუქციის: წვენის, სოუსის, გაყინული ხილის, გაყინული რბილობის, სიდერის შეძენაა შესაძლებელი. სიახლე განსაკუთრებით მიმზიდველია მომხმარებლისთვის, რომელიც ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე, რადგან პროდუქცია არ შეიცავს პესტიციდებს, დანამატებს, შაქარს და არ არის აღდგენილი კონცენტრატისგან. მასში არის მაქსიმალურად შენარჩუნებული ხილში და ბოსტნეულში არსებული გემოვნური და სასარგებლო თვისებები, რაც იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს. 

"მოხარული ვართ რომ ქართული კომპანია “Georgia`s Natural“-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელმა გლობალურმა ბრენდმა. მან პარტნიორ ქვეყნებს საქართველო გააცნო როგორც „ორგანული მებაღეობის“, „ველური შეგროვების“ და „ორგანული წარმოების“ შესაძებლობების მქონე ქვეყანა. გვინდოდა ჩვენც ჩვენი წვლილი შეგვეტანა ადგილობრივი წარმოების წახალისებაში, ბიზნესის ხელშეწყობაში და ვფიქრობ ჩვენი და “Georgia`s Natural“-ის პარტნიორობა კომპანიას კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს. კომპანიამ ნედლეულის პირველადი გადამუშავების საწარმო 2018 წელს სწორედ საქართველოს ბანკის დაფინანსებით შექმნა. ვფიქრობთ, მსგავსი საინტერესო, ეროვნული პროექტები  ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად ცნობადობის ზრდისა და ახალი საინვესტიციო პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას იძლევა", - განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

კომპანიის შესახებ:

ორგანული კატეგორიის 100%-ით ნატურალური წვენი, დაკონსერვებული და მშრალი პროდუქტი, IQF ტექნოლოგიით გაყინული ხილ-ბოსტნეული, სოუსი, სანელებლები - ეს ქართული წარმოების იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლის ექსპორტსაც კომპანია  “Georgia`s Natural“-ი უკვე 20 წელზე მეტია ახორციელებს და დღეს უკვე 40-მდე ქვეყანაში არის წარმოდგენილი საერთაშორისო სავაჭრო ქსელების პრემუმ თაროზე. ეს ქვეყნებია:  აშშ, კანადა, ავსტრალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, ისრაელი, იორდანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, ტრინიდადი. კომპანიას აქვს ყველა საჭირო სერტიფიკატი აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტის განსახორციელებლად.  ის ფლობს EC/NON EU-ს (ორგანული სტანდარტი ევროპული ბაზრისთვის), NOP/USDA-ს (ორგანული სტანდარტი აშშ ბაზრისთვის), JAS-ს (ორგანული სტანდარტი იაპონიის ბაზრისთვის),CCOF-ს (ორგანული სტანდარტი სამხრეთ კორეის ბაზრისთვის). “Georgia`s Natural”-ში ასევე დანერგილია  სტანდარტები:  ISO 9001:2015, ISO 22000:2005, FSSC 22000, Kosher/OU, Halal/IFRC ASIA. 

კომპანია 2020 წლამდე  მხოლოდ ექსპორტზე იყო ორიენტირებული, თუმცა მას შემდეგ რაც კომპანიამ 2018 წელს  ქარხნის მშენებლობა დაასრულა, წარმოება ფუნქციურად კიდევ უფრო გაიმართა.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge