png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ აგროპროექტს სთავაზობს

  • ეკონომიკა
  • 04.08.2020
  • 11:12
 საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ აგროპროექტს სთავაზობს

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკი ნუშის ან ზეთისხილის ბაღის გაშენებისთვის ფერმერებს ახალ აგროპროექტს სთავაზობს, რაც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნით აგროსესხის გაცემას  ითვალისწინებს. შეთავაზება  გულისხმობს  მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას, მათ შორის „კონსულტანტის“ შრომის ანაზღაურებას. აგროსესხი 4 წლის განმავლობაში ბაღის გაშენება / მოვლისთვის საჭირო საბრუნავი სახსრების სრულად დაფინანსებასაც მოიცავს.

 

აგროშეთავაზების ფარგლებში სესხის მაქსიმალური ვადა 120 თვეა. აგროპროექტის უპირატესობას წარმოადგენს ბანკის ჩართულობა, რათა ფერმერმა წინასწარ მოიპოვოს კონტრაქტი ადგილობრივ და საერთაშორისო შემსყიდველებთან. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ჩართვის შემთხვევაში შეთავაზებაზე ვრცელდება „დანერგე მომავალისა“ და „იაფი აგროკრედიტის“ საშეღავათო და საგრანტო პირობები.

აგროპროექტი Bar Lev Group-თან პარტნიორობით ხორციელდება. Bar Lev Group წარმოადგენს ესპანურ სანერგე კომპანია Agromillora-სა და ბაღების მენეჯმენტის კომპანია Todoviloს, ასევე ებრაული სარწყავი სისტემების მწარმოებელ კომპანია Netafim-ს.  

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობისთვის ახალი, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები შევთავაზოთ. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ წავახალისოთ  აგრობიზნესები და ამ მიზნით მათ ამჯერად ნუში/ზეთისხილის ბაღის გაშენება/მოვლისთვის სპეციალურ პირობებს ვთავაზობთ. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის სრულად ფარავს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის საჭირო ხარჯებს, ასევე მთლიანად აფინანსებს 4 წლის განმავლობაში ბაღის გაშენებისა და მოვლისთვის საჭირო სახსრებს.  საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს აგრომიმართულების მხარდაჭერას“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge