png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი: ეს არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში

  • ეკონომიკა
  • 11.01.2016
  • 16:18
გიორგი კვირიკაშვილი: ეს არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში

საქართველოში  უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით აღჭურვილი მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი გაიხსნა. ტექნოლოგიური პარკის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ინოვატორებისთვის განკუთვნილი,  ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სივრცე  დაათვალიერა, შეხვდა ინოვაციური პროექტებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, გაეცნო მათ იდეებს და უახლოეს უქმეებზე  ტექნოპარკში შეხვედრა შესთავაზა.
პრემიერ–მინისტრმა აღნიშნული პროექტი სახელმწიფოს მხრიდან  ქვეყნის მომავალში ჩადებულ მნიშვნელოვან ინვესტიციად შეაფასა.
„ეს არის 5-მილიონიანი პროექტი, რომელიც ერთ წელიწადში დაიწყო და დამთავრდა. ეს არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში. ეს არის სივრცე, სადაც სრულდება თანამშრომლობა სამ ძირითად მიმართულებას შორის: აკადემიას, ანუ სამეცნიერო მიმართულებას, ეკონომიკას, ანუ ქვეყნის სამეწარმეო წრეებსა და მთავრობას, ანუ შესაბამის სამთავრობო უწყებებს შორის. ეს არის პირველი მოდელი საქართველოში, სადაც ამ ტიპის თანამშრომლობა ამ სამ მიმართულებას შორის შედგა. მე არ შემიძლია დავმალო ჩემი შთაბეჭდილება, როდესაც ვნახე, თუ რამხელა პოტენციალია ჩვენს ახალგაზრდებში ინოვაციური მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა შეუძლებელია ინოვაციაზე, კვლევასა და განვითარებაზე დაფუძნებული დარგების განვითარების გარეშე, ამიტომ ეს ცენტრი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იქნება სწორედ ის სივრცე, სადაც მოხდება დაფუძნება და პირველი ეტაპის გავლა იმ კომპანიების მხრიდან, რომლებსაც ამ მიმართულებით განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნიათ,“–განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით,  მთავრობის მთავარი გზავნილი ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებაა და
სწორედ ტექნოპარკებია საჭირო იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ თავიანთი იდეების რეალიზაციის საშუალება.

"ამ სივრცეში წარმოდგენილია წამყვანი საერთაშორისო წარმომადგენლობების მიერ დამზადებული აუცილებელი დანადგარები და მათი ნუსხა კიდევ უფრო გაფართოვდება. ისინი საშუალებას იძლევა, რომ ახალგაზრდა გამომგონებლებმა მოახდინონ საკუთარი გამოგონებების პროტოტიპიზაცია, ანუ საცდელი ეგზემპლარების ამ სივრცეში გამოშვება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცენტრი სამეცნიერო მიმართულებასთან თანამშრომლობის კუთხით და არ შემიძლია არ გამოვხტო აღტაცება უკვე შექმნილი იმ პროტოტიპებით, რომლებიც დღეს ვიხილე, სადაც ჩვენი ახალგაზრდები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სასწაულებს აკეთებენ,“–აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ტექნოპარკის მშენებლობა 2015 წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ღირებულება  5 მილიონი ლარს შეადგენს.  სივრცე აღჭურვილია უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით. მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი მოიცავს როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისთვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს.

ოქროყანაში, 10 063 კვ. მ. ტერიტორიაზე გაშენებული ტექნოპარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge