png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

შალვა ნათელაშვილი პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის აკრძალვის წინააღმდეგია

  • პოლიტიკა
  • 05.08.2020
  • 14:56
შალვა ნათელაშვილი პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის აკრძალვის წინააღმდეგია

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის დამყარების შეახებ კანონპროექტს აპროტესტებს. ამის შესახებ მან 4 აგვისტოს თავის Facebook გვერდზე დაწერა.

"როგორადაც ცნობილია, მავანმა და მავანმა, ტრადიციულად, უცხოეთიდან დათრეული გრანტების ხათრით პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირი დამყარება დაისჯება. ეს შეეხება ქორწინებით დაკავშირებულ პარტნიორებსაც. სქესობრივი კავშირის იძულებითი დამყარება ისედაც დასჯადია, მაგრამ ამ ახალი, ბუნდოვანი ნორმის შემოტანამ (კიდევ კარგი, წინასწარ ნოტარიუსის თანხმობაც არ ჩაწერეს), შეიძლება, სტარტი მისცეს გარკვეულ პირთა ტალანტს დაქორწინებაზე იძულების ან სხვა სიკეთის გამოსაძალად წავიდნენ პროვოკაციაზე. იგივე ოჯახური კონფლიქტით (რაც უხშირესად ხდება) გამწარებულმა ცოლმა, შეიძლება, იჩივლოს, რომ ქმარმა მასთან ერთი წლის წინ, გამოკვეთილი თანხმობის გარეშე ვალენტინობა ღამეს დაამყარა ასეთი კავშირი. შედეგად ქმარი გაუდგება ციხის რომანტიულ გზას და საჩივრის უკან წაღებაც ვერ უშველის რადგან ეს დანაშაული სახელმწიფო ბრალდების სფეროა და არა კერძო. ციხეები გადაივსება კაცი პატიმრებით. აქვე ისმება კითხვა - თუ კაცი დაისჯება მეორე სქესის თანხმობის გარეშე იქნებ ახლა ქალმა დააძალა და მას არ სურდა ეს ? - ამ შემთხვევაში როგორაა გენდერული თანასწორობის საქმე? გამომძიებლად მუშაობის დროს, კარგად მახსოვს, როგორ შემოჰქონდათ ზოგიერთებს საჩივარი გაუპატიურებაზე და როგორც კი ბიჭი დათანხმდებოდა ცოლად წაყვანას იმ საჩივარს ნაკუწებად ხევდნენ და რეაქტიული სისწრაფით გარბოდნენ ხელმოსაწერად. მოკლედ მე ეს ყველაფერი გასაგებად დავწერე რამდენიმე თვის წინ ფეისბუკ პოსტზე და, ჰოი საოცრებავ, დისკრიმინაციისთვის მიჩივლა სამმა დედალმა ქოცმა, სპეცსამსახურის აქტივისტებმა ვინმე - ნუცა მაზანაშვილმა, მაია გელაშვილმა და მარიამ გაბრიჩიძემ და თანაც მიჩივლეს ვისთან??? გაურკვეველი წარმოშობის, ე.წ სახალხო დამცველ ლომჯარიასთან, რომელსაც ერთი სული აქვს, კაცი კაცზე დააქორწინოს და ამას ხმამაღლა გვიცხადებს და, გარდა ამისა, იგი იმ არქიტექტორის ქალიშვილია, რომლის მამამაც გაუშენა ივანიშვილს შეკვეთილში დენდრო-პარკი მთელ საქართველოში დათხრილი ხეების ხარჯზე. არ გამოგივათ ჩემს მიმართ არაფერი, ტყუილად ჯღაბნით რაღაც დასკვნებს. თქვენ აუცილებლად გაგისტუმრებთ, სადაც ჯერ არს. მანამდე კი ამ მთავრობასა და მის ამ აგენტურას ვეკითხები - აღარ გინდათ, რომ კაცმა გაიაროს საქართველოში? ისედაც დაცლილ ქვეყანას, დემოგრაფიულ კატასტროფებს, ოჯახების ტრაგიკულ დანგრევებს უპირისპირებთ იმას, რომ კაცებს თავისი ეროვნული ფუნქციის შესრულებისთვის საწოლში სისხლის სამართლის კოდექსს უდებთ? ფუი თქვენი, მართლა", - თქვა ნათელაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge