png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი შემოტანილია, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთის წყარო ჯერ დაუდგენელია

  • საზოგადოება
  • 07.08.2020
  • 13:16
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი შემოტანილია, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთის წყარო ჯერ დაუდგენელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ერთი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1206 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა შვიდი და დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს 1213 შემთხვევა.
შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებულია, ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია და მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 82 პროცენტია.

„გამოჯანრთელებულების რიცხვიც შვიდით გაიზარდა, იყო 987 და ახლა არის 994. ამ მონაცემების შეჯერებით, დღესდღეობით, კოვიდცენტრებში სულ 240 პაციენტი მკურნალობს და გამოჯანრთელებულების პროცენტული რაოდენობა უკვე 82 პროცენტია. ამ მაჩვენებელმა მატება დაიწყო, რადგან აგვისტოში გამოჯანრთელებულების რაოდენობა ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდნეობას აჭარბებს“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში სულ 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენს ცენტრში 38 შემთხვევა იყო, გუშინ გამოჯანრთელდა ექვსი. ახალი პაციენტი არ მიგვიღია და გვყავს 32 დადასტურებული შემთხვევა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge