„ლელო“ ხვალ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მცხეთაში წარადგენს
- პოლიტიკა
- 11.08.2020
- 14:26
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ხვალ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
პარტიის განცხადებით, მაჟორიტარების წარდგენა 12 აგვისტოს,18:00 საათზე, მცხეთაში, არსუკიძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე გაიმართება.
კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას პარტიის ლიდერების და წევრების გარდა საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.