primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

თბილისში "ჭკვიანი" სატრანსპორტო სისტემა დაინერგება - კალაძე

  • საზოგადოება
  • 12.08.2020
  • 14:32
 თბილისში "ჭკვიანი" სატრანსპორტო სისტემა დაინერგება - კალაძე

თბილისის მასშტაბით, გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა დაინერგება, რომლის შემადგენელი - შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრს დაუკავშირდება.

 

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„იცით, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში ვმუშაობთ ყველა მიმართულებით: ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ავტობუსების განახლების პროექტი, ასევე, მიკროავტობუსებზე გვაქვს გამოცხადებული ტენდერი, რათა მოხდეს მათი ჩანაცვლება-განახლება და წლის ბოლომდე არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად განახლებული იქნება. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით: ვაპირებთ, კიდევ ჩამოვიყვანოთ ავტობუსების დამატებითი რაოდენობა. პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა, საავტობუსე ზოლების გაჩენა ქალაქში, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლოს მგზავრების გადაყვანა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, „ჭკვიანი“ შუქნიშნების სინქრონიზებული მუშაობა შესაძლებლობას იძლევა, რომ გზებზე საცობების რაოდენობა შემცირდეს, ასევე, შეუფერხებლად გადაადგილდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო მომსახურების ავტომობილები.

„როდესაც თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია, ვთქვით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე პოპულარული, სწრაფი და კომფორტული. ამიტომ, ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და ის პროექტები, რომელიც დაწყებულია, ერთმანეთის პარალელურად ხორციელდება. მდგრადი და განგრძობადი სატრანსპორტო შედეგების მისაღებად, თბილისის მასშტაბით, გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა დაინერგება, რომლის შემადგენელი - შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრს დაუკავშირდება. „ჭკვიანი“ შუქნიშნების სინქრონიზებული მუშაობა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევამციროთ გზებზე საცობების რაოდენობა, ასევე, შეუფერხებლად გადაადგილდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო მომსახურების ავტომობილები. ამ მიმართულებით გერმანიის მთავრობა გვეხმარება. ამ პროექტის შემუშავებაში, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ჩატარებაში ჩართულია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გერმანული კომპანია „გოპა“. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ შუქნიშნებზე, კამერებსა და კონტროლერებზე გამოცხადებული გვაქვს შესყიდვა და გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გვეცოდინება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ სხვა პროექტებთან ერთად, თბილისს საცობების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

„ჭკვიანი“ შუქნიშნების სისტემა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პრობლემები, რომლებიც ქალაქში გვაქვს საცობებთან დაკავშირებით, ნაწილობრივ განიტვირთოს. რა თქმა უნდა, სრულად განტვირთვის შესაძლებლობას მხოლოდ შუქნიშნები ვერ მოგვცემს, მაგრამ მთლიანობაში ის რეფორმები, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარეობს, საბოლოო ჯამში, შედეგს გამოიღებს. ეს პროექტები ყველა დიდ ქალაქშია განხორციელებული, სადაც  საცობების თვალსაზრისით, ანალოგიური პრობლემები არსებობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge