თბილისში, ცხრა ძმის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
- საზოგადოება
- 13.08.2020
- 17:14
თბილისში, ცხრა ძმის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული არავინ არის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.