png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვაპირებ, აქციების გაგრძელებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან - ბაჩალიაშვილის დედა

  • სამართალი
  • 30.08.2020
  • 14:58
ვაპირებ, აქციების გაგრძელებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან -  ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართა. ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სატელიტიდან გადაღებული სურათების საქმეში ჩართვას ითხოვს, რომელიც აჩვენებს, რა დროის განმავლობაში იდგა გარდაცვლილის მანქანა იქ, სადაც იპოვეს. ოჯახის კიდევ ერთი მოთხოვნა საქმეზე არსებული მუხლის შეცვლა და მკვლელობის მუხლად გადაკვალიფიცირებაა.

„აქციის მიზანია, რომ პირველ რიგში დადონ სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება იდგა თუ არა მანქანა იქ, სადაც ნაპოვნი იყო. ასევე, საქმის გადაკვალიფიცირება მკვლელობის მუხლით, უნდა დასახელდნენ მკვლელები, სავარაუდოდ სამ მაღალჩინოსანზეა საუბარი. ფაქტია, ალყაში ჰყავდათ ჩემი შვილის მანქანა და ისე მიჰყავდათ. ვადებს რაც შეეხება, თვითონ თქვეს თვის ბოლომდეო. მე არ ჩავრთე დღეს ამ აქციაში ბევრი ხალხი, რომ პოლიტიკური ელფერი არ მისცემოდა. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, რომ არ მოვასვენებ. აუცილებლად ვაპირებ, აქციების გაგრძელებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან“, – ამბობს თეონა თამაზაშვილი.

ბაჩალიაშვილის დედამ თურქეთის და აზერბაიჯანის მთავრობებსაც მიმართა თხოვნით, დაინტერესდნენ და საქართველოს მთავრობას მოთხოვონ იმ სამი მაღალჩინოსნის ფაილები, რომელიც თეონა თამაზაშვილის თქმით, ჩართულნი იყვნენ ყარაბაღის იარაღით მომარაგებაში. გარდაცვლილის დედის თქმით, თამარმა სწორედ ეს სქემა გაშიფრა და ამ გადარიცხვებში იყო ჩართული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge