ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარია
- საზოგადოება
- 30.08.2020
- 19:43
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ის ინფორმაციით, ახალციხის სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ხანძარი.რა ფართობის ტერიტორია იწვის, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ჯერჯერობით არ აქვთ.
ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები. მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.