გარდაბანში სარწყავ არხში 35 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- საზოგადოება
- 30.08.2020
- 22:45
გარდაბანში სოფელ ნაგებში მაშველებმა 35 წლის მამაკაცი, სარწყავი არხიდან დამხრჩვალი ამოიყვანეს. ცხედარი რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს.
მამაკაცი მამასთან ერთად სათევზაოდ იყო წასული, რა დროსაც ის სარწყავ არხში ჩავარდა.
საქმე აღძრულია 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი ეკიპაჟი მუშაობდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მაშველები და მყვინთავები. წყლის დონის დასაკლებად გადაკეტეს არხიც.