png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ხდება კარანტინის გვერდის ავლის "ჩაწყობა" - გიორგი კანდელაკი

  • პოლიტიკა
  • 01.09.2020
  • 13:00
ხდება კარანტინის გვერდის ავლის "ჩაწყობა" - გიორგი კანდელაკი

"ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა კარანტინის მთავრობასთან დაახლოებული პირების მიერ გვერდის ავლაზე დღეს ბრიფინგი გამართა.

"როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ევროკონტროლის მონაცემებით, საქართველოში ევროპის 42 ქვეყანას შორის ყველაზე ნაკლები ფრენა ხორციელდება. სახეზე გვაქვს მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების ფაქტიური აკრძალვა დისკრიმინაციული კარანტინის გზით მაშინაც კი თუკი ისინი მთავრობისვე მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან მოემართებიან. ამავე დროს, აკრძალულია Wizz Air-ის ფრენები უსაფრთხო ქვეყნებში.

სწორედ მაშინ როცა ამ დრაკონული შეზღუდვების გამო ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე ვერ ბრუნდება სამშობლოში, ჩვენს ყურამდე მიდის კარანტინის გვერდის ავლის "ჩაწყობის" შემთხვევები მათ შორის იმ ქვეყნებიდან სადაც ცუდი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა - მაგალითად რუსეთიდან. კერძოდ, უკანასკნელ პერიოდში, კარანტინის გვერდის ავლით მთავრობამ ქვეყანაში შემოუშვა ქ-ნ მარიკა ვერულაშვილის შვილის ოჯახი და მაკა ასათიანი, რომელიც ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა.“

კანდელაკის თქმით ევროპულ საქართველოს პრეტენზია აქვთ არა ამ მოქალაქეებთან არამედ მთავრობასთან.

"თუკი შესაძლებელია ვინმეს შემოშვება 24 საათიანი კარანტინით და ტესტით, რა დააშავეს კეთილსინდისიერმა მოქალაქეებმა რომლებიც გამწვანებული ქვეყნებიდან მოემართებიან?“ აღნიშნა კანდელაკმა.

მისი თქმით დრაკონული აკრძალვების ერთ-ერთი მოტივი ევროპიდან რამდენიმე ათეული ათასი ემიგრანტის საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნების არდაშვებაა.

"სულ ცოტა ხნის წინ Wizz Air-მა ახალი რეისები დანიშნა ტალინიდან და რიგიდან. და რა გამოდის, რომ ესტონეთის მთავრობა, მაგალითად, იდიოტების ხელშია და მარტო ნათია ზრუნავს ხალხზე? ეს ხომ აბსურდია," - დასძინა კანდელაკმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge