თბილისში ტროტუარზე მდგარ ორ ახალგაზრდას რამდენჯერმე ესროლეს
- სამართალი
- 26.09.2015
- 14:58
თბილისში, ყოფილი 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილიდან ტროტუარზე მდგარ ორ ახალგაზრდას რამდენჯერმე ესროლეს. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების ვერსიით, ახალაგაზრდებს შორის დაპირისპირება მანამდე მოხდა, თუმცა დაპირისპირების მიზეზი მათთვის უცნობია.
შსს გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ამ დროისთვის ბოგდან ხმელინცკის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ბრიგადები არიან მობილიზებული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200