png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ეს არის პირდაპირი აღიარება ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტის, რომ მან დანაშაულები ჩაიდინა - დავით მათიკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 01.09.2020
  • 13:45
ეს არის პირდაპირი აღიარება ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტის, რომ მან დანაშაულები ჩაიდინა - დავით მათიკაშვილი

"სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და ყალბმა "ნიანგის ცრემლებმა" ალბათ ყველა კითხვას გასცა პასუხი. ამ სიყალბეს წერტილი უნდა დაესვას. დიახ, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში. მან კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ქართველი ხალხის წინაშე, იმ თითოეული ოჯახის წინაშე, რომლის მიმართაც პირადად მას და მისი პარტიის ძალიან ბევრ წევრს მიუძღვის დანაშაული. აქ მე ვგულისხმობ ყველა იმ ოჯახს, რომელიც ცხინვალის რეგიონიდან 2008 წელს გამოიდევნა, მე აქ ვგულისხმობ ყველა იმ წართმეულ ბიზნესს, რომელიც მთელმა საზოგადოებამ და მსოფლიომ კარგად იცის და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაერთხელ არაერთი განაჩენით დაადგინა სწორედ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის ფაქტი. ამ რიგშია რობაქიძის, გირგვლიანის ოჯახები, ისინი დღემდე ითხოვენ შესაბამის პასუხებს არა შეცდომებისთვის, არამედ დანაშაულებისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა გუშინდელი აღიარებით ყველა კითხვას გასცა პასუხი. მისივე თქმით სისხლის სამართლის კოდექსი მკაფიოდ ახდენს დანაშაულის და შეცდომის გამიჯვნას და ასე უნდა მოხდეს სააკაშვილის შემთხვევაშიც, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი ქმედებები არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე. დავით მათიკაშვილმა მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს მიბაძონ თავიანთ ლიდერს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ.

მე მინდა მივმართო სააკაშვილის პარტიის ყოფილ და მოქმედ წევრებს. ალბათ უკვე ყველა კითხვას გაეცა კოლეგებო პასუხი. თქვენ თვითონ ძალიან კარგად ნახეთ თქვენი საკუთარი ბელადის პოზიცია და ბოდიშები საკუთარი ხალხის მიმართ. ეს არის პირდაპირი აღიარება ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტის, რომ მან დანაშაულები ჩაიდინა. ეს ნიანგის ცრემლები და ტყუილები მას საქართველოში აღარ გაუვა. ქართველ ხალხს ის ვეღარ მოატყუებს. და ხომ არ მიბაძავდით მას კოლეგებო და იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩადენილია თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გამოხვალთ და საზოგადოებას მოუხდით ბოდიშს. ეს თქვენ პასუხისმგებლობისგან არ გაგათავისუფლებთ არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ არსებობს მორალი და ამ მორალსაც უნდა ვცეთ პატივი. მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც არის ჩამონათვალის იმ დანაშაულების, რომლებიც ისჯება სისხლის სამართლის წესით და ისჯება ძალიან მკაცრად. იქვე არის გამიჯნული ძალიან კარგად რა არის დანაშაული და რა არის გადაცდომა. მოდით ნუ ავურევთ ამას ერთმანეთში და ნუ შევეცდებით საზოგადოებას ნაცარი თვალში შევაყაროთ. შეცდომა არ არის ადამიანების მოკვლა, ოჯახების განადგურება, შეცდომა არ არის მედიასაშუალებების დარბევა და მათი წართმევა მათი მფლობელებისთვის, შეცდომა არ არის საკუთარი მიწა-წყლის და საკუთარი სამშობლოს 20 პროცენტის ჩაბარება ოკუპანტებისთვის. ეს არ არის შეცდომა, ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულზე ყველამ, მისმა ჩამდენმა უნდა აგოს პასუხი ძალიან მკაცრად", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.​

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge