png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სუროგაციის ინსტიტუტი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიტანა, ტრეფიკინგის ღია წყარო იყო -წულუკიანი

  • საზოგადოება
  • 02.09.2020
  • 12:11
სუროგაციის ინსტიტუტი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიტანა, ტრეფიკინგის ღია წყარო იყო -წულუკიანი

„სუროგაციის ინსტიტუტი, რომელიც 2012 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიტანა, რეგულაციების არარსებობის გამო, ტრეფიკინგის ღია წყარო იყო“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, მარტოხელა მშობელს სუროგაციის უფლება არასდროს ჰქონია და ეს დღესაც ასეა.

"როგორც არ იყო მარტოხელა მშობლისთვის სუროგაცია 2012 წლის აპრილში შესაძლებელი, ისე არ არის ეს დღეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, წყვილებისთვის სუროგაცია კვლავ შესაძლებელია, თუმცა გარკვეულთ პირობებით, რათა ქვეყანაში ჩვილებით ვაჭრობა შეუძლებელი იყოს.

"ვინც არის ან უნაყოფო წყვილი, ან წყვილი რომელსაც ჰყავს შვილები, მაგრამ უნდა რომ ჰყავდეს სხვა ბავშვი სუროგაციის მეშვეობით, რა თქმა უნდა, მათთვის სუროგაცია კვლავ შესაძლებელია, მაგრამ გარკვეული დათქმებით, რათა არამხოლოდ ბავშვის, არამედ იმ სუროგატი დედის უფლებებიც იყოს დაცული. ძირითადად, ესენი არიან 100% საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ქალები, რომელთა მუცელს და საშვილოსნოს იყენებენ ის ადამიანები, ვინც ჩამოდიან უცხოეთიდან და სუროგაციის სერვისით საქართველოში ქართველი ქალები ემსახურებიან მოქალაქეებს რომელთა 90% არის უცხოელი. რა თქმა უნდა, ეს არ იკრძალება, მაგრამ არის მკაცრი რეგულაციები. ჩვილით ვაჭრობა ვერ იქნება დაშვებული ამ ქვეყანაში, ქალთა უფლებები უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის ბრძანებით, ექსტრაკორპორული გზით განაყოფიერების სერვისით (სუროგაცია) სარგებლობა მხოლოდ იმ წყვილებს შეეძლებათ, რომლებიც ქორწინებაში ან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში მინიმუმ 1 წელია იმყოფებიან.

ბრძანება 2020 წლის 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge