რუსთავის გზატკეცილზე ერთ-ერთი მაღაზიაში გვაქვს კორონავირუსის შემთხვევები - ამირან გამყრელიძე
- საზოგადოება
- 02.09.2020
- 16:56
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაშიც დაფიქსირდა. მან ამის შესახებ ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რუსთავის გზატკეცილზე არის ერთ-ერთი მაღაზია, სადაც გვაქვს შემთხვევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე „ნიკორას“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.