primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

გალტ ენდ თაგარტმა საქართველოს სალიზინგო კომპანიის 10 მლნ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები კვლავ წარმატებით განათავსა

  • ეკონომიკა
  • 03.09.2020
  • 12:11
გალტ ენდ თაგარტმა საქართველოს სალიზინგო კომპანიის 10 მლნ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები კვლავ წარმატებით განათავსა

სს “გალტ & თაგარტმა“ 2020 წლის 31 აგვისტოს კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს “საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების, წარმატებით განთავსება. ეს “საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეხუთე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე და ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე მეტყველებს. მიმდინარე წლის მოვლენების გათვალისწინებით, ამ ემისიის წარმატებით დასრულება ძალიან პოზიტიური ნიშანია, როგორც კომპანიისთვის, ასევე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის.

“საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეხუთედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს; აღნიშნული ფასიანი ქაღალდები დაშვებული იქნება ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2022 წლის 31 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც “გალტ & თაგარტია“.

“მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეხუთედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით თუ რა მოვლენებია დღეს მსოფლიოში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვეამაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და “გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.

“მოხარული ვარ ავღნიშნო “გალტ & თაგარტის“ როლი “საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. ტრანზაქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინვესტორების მხრიდან, რის შედეგადაც მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც “საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე ზოგადად, საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი, მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო “გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი, წამყვანი კომპანია ქვეყანაში. - განაცხადა “გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge