primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - გიორგი გახარია „ღირსეული პარტნიორი 2020“-ზე

  • პოლიტიკა
  • 07.09.2020
  • 12:40
საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - გიორგი გახარია „ღირსეული პარტნიორი 2020“-ზე

მოგესალმებით, ბატონო თავდაცვის მინისტრო, მოგესალმებით, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, მოგესალმებით ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და ძვირფასო რიგითებო. მივესალმები ჩვენს სტუმრებს! დღეს ბედნიერებაა ვიყო აქ, ამ წვრთნების საზეიმო გახსნაზე, რამეთუ „ღირსეული პარტნიორი 2020“ არის მნიშვნელოვანი გაგრძელება ამ წვრთნების ციკლის და რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების მზაობის და მათი ასე ვთქვათ, თავსებადობის ჩვენს პარტნიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს - აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და პოლონეთს დააღნიშნა, რომ ცოდნა, რომელსაც ჯარისკაცები მიიღებენ ერთობლივად, გლობალურად მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ.

„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თანადგომის და ჩვენი საერთო მისწრაფებების. როდესაც მე აქ ვხედავ 2800-მდე ჯარისკაცს, სამხედრო მოსამსახურეს და წარმომიდგენია, როგორი ეფექტური და ღირსეული იქნება მათი ერთობლივი წვრთნები, რა თქმა უნდა ჩვენ უაღრესად დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ის ცოდნა, რომელსაც დღეს აქ ჩვენი ჯარისკაცები მიიღებენ ჩვენ ერთობლივად, გლობალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მსგავსი წვრთნები აძლევს შესაძლებლობას ქართველ ჯარისკაცებს, რომ ღირსეულად დაიცვან მუნდირი, რამეთუ საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოო ჯამში მსგავსი წვრთნებით, პარტნიორებთან ერთად, მათი თავსებადობის გაზრდით, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ბატონებო, მოგეხსენებათ, წვრთნა არის ჩვენი ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, იმისთვის რომ საბოლოო ჯამში საქართველოს, ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია საბოლოო ჯამში გახდეს მიღწევადი. ჩვენ დღითი-დღე უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ჯარის მდგომარეობა, მათი აღჭურვილობა, კეთილდღეობა და მსგავსი წვრთნები არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს მშვიდობის გარანტი. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, საქართველოს სამხედრო ძალები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში, როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის ეგიდით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეგიდით და ყველას კარგად გვესმის, რომ მსგავსი წვრთნები აძლევს შესაძლებლობას ჩვენს ჯარისკაცებს, რომ ღირსეულად დაიცვან მუნდირი, რამეთუ საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოო ჯამში მსგავსი წვრთნებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მათი თავსებადობის გაზრდით, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დიდ მადლობას გიხდით და რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით, პირველ რიგში, ღირსეული მსახურებისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს, ჩვენს პარტნიორებს, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ, რომ ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს წვრთნები არის საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაზრდისკენ მიმართული და საქართველოს თითოეული მოქალაქის და თითოეული ჯარისკაცის ვალდებულება. კიდევ ერთხელ მადლობა ღირსეული მსახურებისთვის,”- აღნიშნა პრემიერმა.

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე „ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად გაიხსნა. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ესწრებოდნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge