primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

დავით ნარმანია ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნისა და მიმდებარე არეალის კონსერვაციის გეგმის პრეზენტაციას დაესწრო

  • სამართალი
  • 12.01.2016
  • 17:25
 დავით ნარმანია ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნისა და მიმდებარე არეალის კონსერვაციის გეგმის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის კონსერვაციის გეგმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია,   ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა და რეაბილიტაცია შესაბამისი ავთენტურობის დაცვით განხორციელდეს.

„ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ პირველ ეტაპზე შევისწავლიდით არეალს, მომზადდებოდა კონსერვაციის გეგმა და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებდით შესაბამის აღდგენით სამუშაოებს. პარალელურ რეჟიმში, ჩვენ რამდენიმე სახლი, სადაც მკვეთრად ავარიული მდგომარეობა იყო დროებით გავამაგრეთ და ასევე, ვმუშაობთ წყლის მოცილების პროექტზე, რათა წინამოსამზადებელი სამუშაოები შევასრულოთ და ამის შემდეგ დავიწყოთ პროექტების განხორციელება”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა 2015 წლის მარტში დაიწყო და ის თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით , “icomos საქართველოს”-ის კავშირის მიერ მომზადდა. გეგმა აღნიშნული არეალის რეაბილიტაციის ჩარჩო-სარეკომენდაციო დოკუმენტს წარმოადგენს.

პროექტი ისტორიულ უბანში მდებარე თითოეული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის ისტორიულ-კულტურულ, გეოლოგიურ, ურბანულ კვლევას მოიცავს. კონსერვაციის გეგმის მიხედვით, გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. გეგმის წარდგენის შემდეგ პროექტის შესახებ დისკუსიაც გაიმართა.

თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წლის ბოლოს ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. ამჟამად, მიმდინარეობს მძიმე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ისტორიული სახლების დროებითი გამაგრებები, რათა გუდიაშვილის მოედანზე განხორციელდეს წყალკანალიზაციის, სანიაღვრე სისტემებისა და მიწისქვეშა წყლების მოცილების პროექტი.

ამასთანავე, ფონდმა გამოაცხადა კონკურსი გუდიაშვილის მოედნის არეალში ყველაზე მძიმე ავარიული შენობების სარეაბილიტაციო პროექტების შექმნაზე, სადაც გამარჯვებული რამდენიმე დღეში გამოვლინდება და დაიწყება პროექტირებაზე მუშაობა. პროექტირების დასრულების შემდეგ კი, ეტაპობრივად მოხდება თითოეული შენობის კონსერვაცია.

მნიშვნელოვანია, რომ გუდიაშვილის რეაბილიტაცია ხორციელდება მერიის, თბილისის განვითარების ფონდის და ‘’ icomos-საქართველოს’’ მონაწილეობით. ამ მხარეების მჭიდრო თანამშრომლობით და ფიზიკური სამუშაოების სწორი კოორდინაციით და მონიტორინგით, ქალაქს შეუნარჩუნდება ერთ-ერთი ყველაზე უძველესი, ისტორიულ-კულტურული და შემდგომში ტურისტული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო უბანი - გუდიაშვილის მოედანი.

ღონისძიებას არქიტექტორები, ურბანისტები და ხელოვნებათმცოდნეები ესწრებოდნენ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასევე წარმოდგენილი იყო ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მის გარშემო ისტორიული ძეგლების ფოტო-გამოფენა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge