png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

მარტო სადღეგრძელო და საუბარი, რომ საქართველო უნდა იყოს ყველაზე მდიდარი, საკმარისი არ არის - სერგი კაპანაძე

  • პოლიტიკა
  • 08.09.2020
  • 13:00
მარტო სადღეგრძელო და საუბარი, რომ საქართველო უნდა იყოს ყველაზე მდიდარი, საკმარისი არ არის - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" წევრ სერგი კაპანაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი მიმართვა არარეალისტურია და მხოლოდ მდიდარ სახელმწიფოშია შესაძლებელი მისი გეგმების განხორციელება.

„დღეს ქვეყანა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, საიდანაც სასწრაფოდ არის გამოსაყვანი, სასწრაფოდ არის მოსახდენი გარდამტეხი ცვლილებები. ამას სჭირდება კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ, სამწუხაროდ, გუშინ მოვისმინეთ უბრალოდ იმისი ხედვა როგორი არის, მდიდარი საქართველო, რაც ყველას კარგად ესმის და კარგად აქვს წარმოდგენილი და არა კონკრეტული გზები, რა უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენ უღრმესი, უმძიმესი და მართლა უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ. განსხვავება სწორედ ეს არის, რომ ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს მომავლის ასეთი ხედვა, ანუ გვაქვს მიმართულება, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მდიდარი, რა უნდა გაკეთდეს, რათა გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს, მწვავე კრიზისი დაიძლიოს და „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ აუცილებლად ქვეყანა წავიდეს წინ და არ წავიდეს უკან.

მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომ უნდა იყოს ყველაზე მდიდარი, უნდა ჰქონდეს შემოსავალი და საქართველო იყოს დამოუკიდებელი, საკმარისი არ არის", - განაცხადა კაპანაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ „მისთვის მდიდარი საქართველო არის ის, სადაც სახელმწიფო არ ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში, არ ახორციელებს ძალადობას, დაცულია ყველას უფლებები, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, ოპოზიციური აქტივობა არ აღიქმება რაღაც წარმოუდგენელ საფრთხედ და მის წინააღმდეგ არ იღებენ უკანონო ზომებს, არამედ ყველას აქვს საშუალება, გამოხატოს თავისი აზრი“. სააკაშვილის განცხადებით, მზადაა ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდეს და დაშვებული შეცდომები გამოასწოროს, ქვეყანაში კი მაშინ დაბრუნდება, როცა მისი ჩამოსვლა დაპირისპირებას არ გამოიწვევს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge