ქუთაისში "ვენდის"-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
- საზოგადოება
- 10.09.2020
- 20:08
ქუთაისში სარესტორნო ქსელ "ვენდის"-ის თანამშრომელს "კოვიდ-19" დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თანამშრომელს ტესტი გუშინ გაუკეთდა და პასუხი დადებითია.
ამ დროისთვის ობიექტი დაკეტილია, თანამშრომლებს ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
სავარაუდოდ, სარესტორნო ქსელში კორონავირუსი ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომლებისგან გავრცელდა.
შეგახსენებთ, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200