ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 59% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას - NDI
- საზოგადოება
- 14.09.2020
- 13:19
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, შეკითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას - დადებითი პასუხი 36%-მა დააფიქსირა, უარყოფითი კი 59 %-მა.
კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 3%-მა.
აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და CRRC საქართველო ატარებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200