png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა მობილური აპლიკაციით გახდა შესაძლებელი

  • საზოგადოება
  • 13.01.2016
  • 13:04
საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა მობილური აპლიკაციით გახდა შესაძლებელი

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დისტანციური სერვისებით სარგებლობის არხები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. მობილური აპლიკაცია NAPR, რომელიც საჯარო რეესტრში შეიქმნა, მომხმარებლებს მობილური ტელეფონით ან პლანშეტური კომპიუტერით უძრავი ქონების რეესტრის სერვისებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. 

ამჟამად მობილური აპლიკაციით  მსურველებს სასურველი უძრავი ქონების სარეგისტრაციო განაცხადის მოძებნა შეუძლიათ. ძიების განხორციელება ყველა იმ პარამეტრითაა შესაძლებელი, რაც ვებპროგრამაში მოქმედებს. კერძოდ, განაცხადის ნომერი, პიროვნების სახელი და გვარი ან პირადი ნომერი, ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, უძრავი ქონების მისამართი და საკადასტრო კოდი. მობილური აპლიკაცია მუდმივად განახლებადი იქნება და მომდევნო ვერსიებს ეტაპობრივად უძრავი ქონების რეესტრის  სხვა სერვისებიც დაემატება.

„საჯარო რეესტრისთვის დისტანციური სერვისების განვითარება და მოქალაქეებისთვის ჩვენი მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვნი პრიორიტეტია. მობილურ აპლკაციებს სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს. ვვარაუდობთ, რომ საჯარო რეესტრის  მობილურ აპლიკაციასაც, რომელიც ახალ-ახალი სერვისებით მუდმივად შეივსება,  საკმაოდ ბევრი მომხამრებელი ეყოლება“,-აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

ამჟამად აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის, უახლოეს მომავალში კი მის გამოყენებას iOS-ის მომხმარებლებიც შეძლებენ. ანალოგიური აპლიკაციის შექმნა ბიზნესის რეესტრის სერვისებით სარგებლობისთვისაცაა დაგეგმილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge