png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

კახა ოქრიაშვილს დაუბრუნდა ის დროშა, რომელსაც 5 ნომერი აწერია - გია ვოლსკი

  • პოლიტიკა
  • 15.09.2020
  • 15:14
კახა ოქრიაშვილს დაუბრუნდა ის დროშა, რომელსაც 5 ნომერი აწერია - გია ვოლსკი

კახა ოქრიაშვილსა და გაერთიანების თითოეულ სუბიექტს რა შანსებიც ჰქონდათ, იგივე შანსები დარჩათ, ოღონდ, ოქრიაშვილს დაუბრუნდა ის დროშა, რომელსაც 5 ნომერი აწერია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „რესპუბლიკური პარტიის“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატებისა“ და კახა ოქრიაშვილის პარტიის საარჩევნო გაერთიანების შესახებ გააკეთა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასე თუ ისე მაინც გამოიყენა გაერთიანების სხვადასხვა სუბიექტები და ახლა თავის პოლიტიკას ავითარებს. ეს ერთი რეალობაა, რაც ჩანს. მეორე მხრივ, მათ ამბიციებს შორის განსხვავება და დაპირისპირება იმდენად თვალსაჩინო გახდა, რომ საზოგადოებას საკმაოდ სერიოზული ეჭვები გაუჩნდა, რა მარგი ქმედების მატარებელი შეიძლება იყოს ეს გაერთიანება – ქვეყანას საით წაიყვანენ მარტო რომ დარჩნენ პოლიტიკურ ასპარეზზე. ვფიქრობ, რომ დესტრუქცია არის საერთო სათაური მათთვის, ვინც გაერთიანებულია ამ ბლოკში, ე.წ. ძალა ერთობაშია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, მათ არ გააჩნიათ პერსპექტივა, მმართველობას დაეუფლონ.

„მათ კონკრეტულ საქციელში არის ერთმანეთის მიმართ იმხელა ღვარძლისა და დაპირისპირების მუხტი, რომელმაც შეიძლება, გარკვეულ პირობებში სახელმწიფო დაანგრიოს. ამ ეკლექტურ გაერთიანებას ეს პირობები არ უნდა დაუდგეს. ჩვენი ამოცანაც ამაში მდგომარეობს და ვფიქრობ, საზოგადოებაც ამას კარგად ხედავს. ვფიქრობ, რომ პერსპექტივაში წარმატებას ვერ მიაღწევენ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge