საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა
- საზოგადოება
- 16.09.2020
- 10:41
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 2758-მდე გაიზარდა.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 2758 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1412 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200