png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ევროპული გზა მყარი და უალტერნატივოა - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.09.2020
  • 22:28
საქართველოს ევროპული გზა მყარი და უალტერნატივოა - სალომე ზურაბიშვილი

წინანდლის მუზეუმმა შარლ დე გოლის 16 წერილი და დე გოლების ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთები საჩუქრად გენერალ დე გოლის ძმისწულის, როჟე დე გოლის მემკვიდრის, ჟენევიევ დე გოლ-ანტონიოზის შვილის, მხატვარ ფრანსუა მარი ანტონიოზისგან მიიღო.

"ჩემთვის და ყველა ქართველისთვის დიდი პატივია ის, რაც დღეს წინანდალში ხდება, რომელიც საქართველოსთვის ყოველთვის იყო ევროპული კერა და საქართველოსა და ევროპის კულტურებს შორის გადებული ხიდი.

ალბათ ვერასოდეს ვიოცნებებდით და მეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი ახალგაზრდობაში, რომ აქ ვიქნებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავესწრებოდი ასეთ ზეიმს - წინანდლის მუზეუმისათვის გენერალ დე ოგოლის წერილების გადაცემის პროცესს.

ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია სიმბოლურადაც. გენერალი დე გოლი საფრანგეთის ისტორიაში ძალიან დიდი პიროვნებაა, რომელიც დაკავშირებულია თავისი ქვეყნის განთავისუფლებასა და დამოუკიდებლობისათის ბრძოლასთან. ამდენად, მისი საოჯახო კორესპონდენციის საქართველოში ჩამოტანა ღრმა დანიშნულებას იძენს.

საქართველო და საფრანგეთი, ძალიან განსხვავებული და ამავდროულად, ერთმანეთთან ძალიან დაკავშირებული ქვეყნები არიან, თუნდაც იმით, რომ ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ამ ორივე ქვეყნისთვის ყოველთვის იყო მათი იდენტობის განუყოფელი ნაწილი.

ჩვენ კიდევ ერთი რამ გვაკავშირებს - ის ფაქტი, რაც დე გოლის დროს მოხდა, ის ძალიან დიდი საჩუქარი საფრანგეთისგან, როცა საფრანგეთმა დე გოლის პირადი გადაწყევტილებით დაუბრუნა საქართველოის ის განძი, რომელიც პოლიტიკურ ემიგრაციაში ექვთიმე თაყაიშვილის დიდი ღვაწლით გადარჩა და შენარჩუნდა. დე გოლმა კი, ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით განძის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ეს მოხდა იმ დროს, როცა საქართველო არ იყო დამოუკიდებელი, როცა ის იყო კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.

რაღაც ისტორიული განზომილება არსებობს და მგონია, რომ ძალიან სწორ ადგილზე ჩამოვიდა დე გოლის კორესპონდენცია. აქ ის ძალიან დაფასებული იქნება. საქართველოს მოსახლეობითვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მუზეუმში მოვა საფრანგეთის ისტორიის ეს ნაწილი დახვედება აქ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge