სამგორში ლევან ხაბეიშვილის შტაბის მინები ჩაამსხვრიეს
- პოლიტიკა
- 18.09.2020
- 11:15
სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ გვიან ღამით მისი შტაბი დააზიანეს. ამის შესახებ ის ფეისბუქის გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს.
"ამ ვიტრინებივით "დაიმსხვრევა" ქართული ოცნება 31 ოქტომბერს❗️
❗️სამგორის (აფრიკის) ოფისი დაგვირბიეს", - წერს ხაბეიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.