საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- საზოგადოება
- 20.09.2020
- 12:07
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 3502 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი. სულ 1494 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200