საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარაში, 47 თბილისში, 26 კი იმერეთში გამოვლინდა - ენდელაძე
- საზოგადოება
- 22.09.2020
- 11:19
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა, თბილისში – 47, ხოლო იმერეთში – 26. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„ლიდერობს აჭარა, სადაც არის კოვიდინფიცირების 137 ახალი შემთხვევა. თბილისში არის 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ექვსი, იმერეთში – 26, გურიაში – ორი“, – განაცხადა ენდელაძემ.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 40-ით გაიზარდა და 1574 შეადგინა.
შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 218 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200