კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 16-ის მდგომარეობა კრიტიკულია - მარინა ენდელაძე
- საზოგადოება
- 22.09.2020
- 11:50
დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 16 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე.
„დღევანდელი მონაცემებთ, ჯამში გვყავს 16 კრიტიკული პაციენტი, კოვიდცენტრებში მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტების რაოდენობას ზუსტად ვერ მოგახსენებთ“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200