საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 28.09.2020
- 11:07
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 31-მდე გაიზარდა.
მონაცემები stopcov.ge -ზე გამოქვეყნდა.
ამავე გვერდის მონაცემებით, დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაავადებულთა რაოდენობა 5552-მდე გაიზარდა. stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 5552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1906 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 31.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5650 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 800.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200