საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი
- საზოგადოება
- 29.09.2020
- 10:42
საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2324-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 33 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 650 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 800-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200