ავტოსაგზაო შემთხვევას, რუსთავში, 16 წლის გოგო ემსხვერპლა
- სამართალი
- 29.09.2020
- 11:22
ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთავში 16 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე გოგოს ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200