png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, იქ ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში - გიგი უგულავა

  • პოლიტიკა
  • 29.09.2020
  • 14:07
სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, იქ ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში - გიგი უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, დღეს ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და ამ ცვლილებებს მოიტანს გუნდი, რომელსაც აქვს კომპეტენცია, იაზრებს წარსულს და მის შეცდომებს.

უგულავამ აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი გუნდია ევროპული საქართველო, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

"ყველა ოლქში აბსოლუტურად განსხვავებული და ამავე დროს საერთო კამპანია გვაქვს, ფოკუსირებული გარდამტეხ ცვლილებებზე. ამავე დროს ყველას აქვს განსხვავებული და ინდივიდუალური კამპანია. სწორედ ეს არის გუნდის მარილი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ვინ არის "ვარდების რევოლუციის" მემკვიდრე და რა არის "ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა", გეტყვით, რომ "ვარდების რევოლუციის" მემკვიდრეები არ არიან ადამიანები, "ვარდების რევოლუციის" მემკვიდრეობა იყო ის, რომ ხალხმა უარი თქვა კორუფციაზე, სახელმწიფოს არარსებობაზე, ნეპოტიზმსა და საბჭოთა კავშირის გადმონაშთზე ჩვენს ქვეყანაში.

ამ თვალსაზრისით მთავარი მემკვიდრეობა არის რეფორმები, რომელმაც ეკონომიკა ფეხზე დააყენა და დღემდე 8 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ანგრევს, დახუნძლა უაზრო პარაზიტული რეგულაციებით, მაგრამ მაინც ვერ დაახრჩო და თუ რამე არსებობს დღეს, სწორედ ამ რეფორმების შედეგია. ყველა რეფორმას სჭირდება გუნდი, იმ ცვლილებებს, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, სჭირდება გუნდი, გამოცდილება და ცოდნა და „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრე გუნდი დგას აქ, იმიტომ, რომ ეს არის გუნდი, რომელმაც შეძლო დაემარცხებინა კორუფცია, უაზრო ბიუროკრატია.

ეს გუნდი სჭირდება დღეს საქართველოს, რადგან ხვალ საქართველოს სჭირდება ცვლილებები და ცვლილებებს სჭირდება კომპეტენციაც, წარსულის გააზრებაც, შეცდომის აღიარებაც და იქ, სადაც ჩვენ ოდესმე მიგვიღწევია, ყოველთვის ვიცით, რომ არასდროს უნდა მოვითხოვოთ მადლობა და სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, იქ ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში. სწორედ ეს არის გუნდის სიძლიერე, იმიტომ, რომ როდესაც ვლაპარაკობთ პარლამენტზე, რომელმაც უნდა მიიღოს კანონი, ამას სჭირდება გუნდი. პარლამენტი არ არის არც სპორტდარბაზი და არც ფილარმონია, პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა მოემსახურო. 4 წლის ვადით ჩაირთო წამზომი და ეს წამზომი გვავალდებულებს ჩვენ, რომ დავწიოთ გადასახადები, შევამციროთ ბიუროკრატიის ხარჯი, გავაძლიეროთ სასამართლო. მართლმსაჯულება და კრიმინალთან ბრძოლა არასდროს აღარ უნდა იყოს ადამიანის უფლებების ხარჯზე და ამას სჭირდება ცოდნა, კომპეტენცია, გამოცდილება და ის, რაც დღეს საქართველოში სწორედ "ევროპულ საქართველოს" წარმოაჩენს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge