აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 01.10.2020
- 12:30
აჭარაში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი. - 81 წლის კაცი, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ პაციენტი გადაიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 28.09.2020. დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 30 სექტემბერს ღამით.