ერევანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღის დედაქალაქი დაბომბეს
- მსოფლიო
- 02.10.2020
- 14:36
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა ძალებმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი დაბომბეს. ინფორმაციას სომხეთის სახელმწიფო სააგენტო "არმენპრესი" ავრცელებს.
"მათ სტეპანაკერტი დაბომბეს", - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, არწრუნ ოვანესიანმა.
სააგენტოს ცნობით, დაშავებულია ბევრი ადამიანი და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.