png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისის ზოოპარკის ბინადარი სერვალი მოკვდა

  • საზოგადოება
  • 02.10.2020
  • 16:40
თბილისის ზოოპარკის ბინადარი სერვალი მოკვდა

თბილისის ზოოპარკის ბინადარი სერვალი მოკვდა. ამის შესახებ ზოოპარკი სოციალურ ქსელში წერს.

"სულ კარგ ამბებს რომ გიყვებით-ხოლმე, ხანდახან სევდიანებიც ხომ უნდა გითხრათ. დღეს ჩვენს სერვალზე გიამბობთ.

თბილისის ზოოპარკში უცნაურად მოხვდა. ახალგაზრდობაში ტანზანიის რომელიღაც სოფელში ქათმებისთვის გაუვლია მუსრი. აღშფოთებულან ტანზანიელი გლეხები, ეს რა დღეში ჩაგვაგდო, ჩახოხბილის გარეშე დაგვტოვა მთელი სოფელიო. დაუტყვევებიათ დამნაშავე და თავშესაფარში უკრავთ თავი. იქ კარგი არაფერი ელოდა. საუკეთესო შემთხვევაში სიცოცხლის ბოლომდე თავშესაფარში, გაუსაძლის პირობებში მოუწევდა ცხოვრება. უარეს შემთხვევაში - დააძინებდნენ. ჰოდა, ავდექით და ჩვენ წამოვიყვანეთ. ეს ამბავი დაახლოებით 15 წლის წინ მოხდა.

თავიდანვე უხასიათო და ავი იყო. ყველას ეჩხუბებოდა - მომვლელებს, დამთვალიერებლებს. პირველ ხანებში მის დაოჯახებაზე ვფიქრობდით, მაგრამ შესაფერისი მეწყვილის შოვნა გაგვიძნელდა. ასაკში რომ შევიდა, ქორწინება უკვე რისკებთან იყო დაკავშირებული (სერვალები მარტოხელა ცხოველები არიან და მხოლოდ გამრავლების დროს, მცირე ხნით რჩებიან პარტნიორთან ერთად). მის ვოლიერში ვინმე რომ ჩაგვესიძებინა, დიდი იყო ალბათობა, ბედნიერი თაფლობის თვის ნაცვლად ოჯახური ძალადობის სცენების შემსწრენი გავმხდარიყავით. ამიტომ, დარჩა ასე, გაუთხოვარი. ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო ჯაჯღანა გახდა და ბოლოს, 20 წლის თავზე, უჟმურ და უხიაგ შინაბერად ჩამოყალიბდა.

ამ ყველაფერს, როგორც ახლა ამბობენ-ხოლმე, თანმდევი დაავადებებიც დაერთო. ქრონიკული ართრიტი აწუხებდა, სუსტი ფილტვები ჰქონდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წელიწადში ორჯერ აჯდებოდა სიკვდილის ბუზი, მაგრამ ჩვენი ვეტექიმები აქშევდნენ - დაახვავებდნენ სერვალს ვიტამინებს, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ტკივილგამაყუჩებლებს, ანტიბიოტიკებს და რომ გვეგონა, მორჩა, გავიდა გაღმაო, გავიხედავდით და მეორე დღეს გაცოცხლებული გვხვდებოდა.

ჰოდა, აი, გასულ კვირას გადაწყვიტა, ჩემი მობრუნება აღარ შეიძლება და აღარცაა საჭირო, მაი კურცხალი მეიცილეთ და ისე გამიშვითო. და დაგვტოვა.

ზოოპარკში ბევრი ცხოველი გვყავს. თითოეულს, ჩვენი, ადამიანების არ იყოს, თავისი ხასიათი აქვს, ინდივიდუალობა, თვისებები. ჩვენც მხოლოდ იმიტომ კი არ გვიყვარს, რომ ლამაზები არიან, ან იმიტომ, რომ გადაშენების საფრთხე ემუქრებათ. ისინი ჩვენი დიდი, ზოოპარკული ოჯახის წევრები არიან. ზოგი ბრაზიანია, ზოგი - ალერსიანი, ზოგი უჟმურია, ზოგიც - კეთილგანწყობილი. და ყოველი მათგანი თანაბრად ძვირფასია ჩვენთვის. და ყოველი მათგანის დაკარგვა გულსატკენია. აი, ასე იყო ეს ამბავი", - წერს ზოოპარკი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge