საქართველოში კორონავირუსისგან 252 პაციენტი გამოჯანმრთელდა
- საზოგადოება
- 04.10.2020
- 11:24
საქართველოში კორონავირუსისგან 252 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 8118 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 252 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 4244-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსით სულ 50 ადამიანი გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200