Kenzo-ს დამფუძნებელი კორონავირუსით გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 04.10.2020
- 20:32
იაპონელი დიზაინერი, ბრენდ Kenzo-ს დამფუძნებელი კენზო ტაკადა კორონავირუსით გარდაიცვალა. წერს გამოცემა Monde.
„კენზო ტაკადა 2020 წლის 4 ოქტომბერს ნიოი-სიურ-სენ-ის (კომუნა საფრანგეთში) ამერიკულ კლინიკაში გარდაცივალა COVID-19-ის შედეგად“, - იტყობინება გაზეთი. დიზაინერი 81 წლის იყო.
ტაკადა პარიზში იაპონიიდან 1965 წელს გადავიდა, 1970 წელს კი თავისი ბრენდი Kenzo დააფუძნა და პირველი ბუტიკი გახსნა.