png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა

  • ეკონომიკა
  • 07.10.2020
  • 10:42
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აგრომიმართულების კიდევ ერთ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ამჯერად ბანკმა 336 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რაც ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, 12 ჰა ტერიტორიაზე მოცვის პლანტაციების გაშენებას მოხმარდა. ბანკის მიერ, პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა მიწის დამუშავებას, ნერგების შეძენასა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობას მოხმარდა.

კოოპერატივმა „ოქროს ბეღელი“ პლანტაციები მიმდინარე წლის ივნისში გააშენა და უკვე მოჰყავს 28 ტონამდე მოცვი. წარმოებულ პროდუქციას კოოპერატივი ყიდის, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე. პროექტის ჯამური ღირებულება 1.5 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულ პროექტში დღესდღეობით 15 ადამიანია დასაქმებული.

„ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის ერთერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ინტერესი მხარი დაგვეჭირა აგროსექტორისთვის და ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციების გაშენებას შევუწყვეთ ხელი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი და განვითარდეს ადგილობრივი წარმოება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და ადგილობრივი მეწარმეების წახალისებას“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge