საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- საზოგადოება
- 07.10.2020
- 10:43
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 9753-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 9753 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 5235 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 62.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1230.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200